ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბახტრიონის ქუჩაზე, ეზოში პოლიციელები მანქანებში ნაღმს ეძებენ

ამ წუთებში ბახტრიონის ქუჩის 7 ნომერში, იტალიური მარკეტის გვერდით ეზოში მობილიზებულია პატრული და განმნაღმველთა ჯგუფი. ძალოვანები ეზოში არავის უშვებენ. იქაური მაცხოვრებელების ინფორმაციით, პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეზოში გაჩერებულ ორ მანქანაში ნაღმი უნდა იყოს დამონტაჟებული.

პოლიციელები ჟურნალისტებს ეზოში არ უშვებენ. ჯერჯერობით უცნობია პოლიციელთა ოპერაციის ზუსტი მიზეზი. ეზოსტან დგას განმნაღმველთა ჯგუფის ორი მანქანა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

“მეტრონომი “დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.

იტვირთბა....