“მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება” ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს. ასე რომ, დროზე შევიდეს, ვინც აპირებს და ეს ცირკი ერთხელ და საბოლოოდ მორჩეს, მითუმეტეს, რომ უმძიმესი გაზაფხული და კიდე უარესი ზაფხული გველის. რა პირობებზე და ბარიერებზეა საუბარი? „ოცნება” აყალბებს არჩევნებს და ბარიერს რა მნიშვნელობა აქვს?! მითუმეტეს, რომ დღეს, „ოცნებას” ის მოცემულობა ნამდვილად აღარ აქვს, რაც ივანიშვილის პირობებში ჰქონდა, შესაბამისად, უკვე არც მათი გადმოსახედიდან განისაზღვრება, რომელია დიდი პარტია და რომელი პატარა. მოკლედ, ახლა რამის დათმობა ნიშნავს, რომ სწორედ „ოცნებას” “უპრავებ” ყველანაირ გაყალბებას. ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს.”
დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, მაგრამ ხელისუფლება ვერ დაიჭერს.