გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად ინიშნება. წულუკიანი ამავე სფეროში დასაქმებულებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძნობს. იგი ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია და ბალეტის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილთან ოპერისა და ბალეტის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა.
“რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები გაგრძელდება, რათა ჩვენ პარლამენტში გვქონდეს სრული ხედვა, თუ რომელი ორგანიზაცია, რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად”, – თქვა წულუკიანი.
თავად ანანიაშვილი კი აცხადებს, რომ როგორი მინისტრი იქნება წულუკიანი არ იცის. ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა.
“შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყოს სფეროდან (კულტურის) და არა და… ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია”- უთხრა ანანიაშვილმა.