პარტია “ლელოს” წევრი საბა ბუაძე სოციაულურ ქსელში წერს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგა საქმეთა სამინისტრომ დააჯარიმა.
საბა ბუაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევასთან დაკავშირებით, დღეს 16:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინიტროში არის დაბარებული.
“მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის მაჯარიმებენ. აბა თქვენ იცით!”, – წერს Facebook-ზე ბუაძე.
6 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პარლამენტთან გამართული დაუმორჩილებლობის მარშით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს და მათი მოხსნა მოითხოვეს.