ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ოპოზიციამ ამ იდეას მხარი უნდა დაუჭიროს” – ალეკო ელისაშვილი

“თუ „ქართული ოცნება” ამაზე მოდის, ეს რა თქმა უნდა კარგი შეთავაზებაა. ოპოზიციისთვის ეს უნდა იყოს საყურადღებო და საინტერესო. თუ ეს საკითხი სხდომაზე გამოვა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ბარიერი იყოს, მაგალითად ნულოვანი ან ბუნებრივი ბარიერი. დანარჩენ ოპოზიციას, თუ გულწრფელად უნდათ რომ მართლა ბარიერი დაბალი იყოს, ამ იდეას მხარი უნდა დაუჭირონ.”

ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეების” ლიდერი.

ცნობისათვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

იტვირთბა....