მთავარი ციტატა

“ჩვენ ენმ-ს რევოლუციაზეც კი გავყვებოდით, თუ პირველ პრიორიტეტად პროპორციულ სისტემას დააყენებდა”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

“თუ “ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ განაცხადებს, რომ მათ უნდათ ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება ოღონდ ნაცმოძრაობის ლიდერობით, გამოდის გვატყუებდა. თუ კარგად გავიაზრებთ, პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვადამდელი არჩევნები. თუ “ნაციონალური მოძრაობა” დააყენებდა პირველ პრიორიტეტად პრპრორციულ სისტემას, ჩვენ მათ რევოლუციაზეც კი გავყვებოდით. ‘

ალექსანდრე რაქვიაშვილი – “გირჩის” წევრი

ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, 8 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიგინგზე  განაცხადა, რომ უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ.  მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.

იტვირთბა....