“ეს არ არის შეთავაზება, ეს არის ამ თემაზე დისკუსიის გახსნა. პროპორციული არჩევნები კი არის გარანტია, რომ ამ ქვეყანაში აღარ იქნება ერტპიროვნული მმართველობა. დარწმუნებული ვარ, 54 ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს შორის ვიპოვით იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ დემოკრატიული ქვეყანა ჩამოყალიბდეს. თუ კარგად გავიაზრებთ, პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე ბარიერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვადამდელი არჩევნები.”
ალექსანდრე რაქვიაშვილი – “გირჩის” წევრი
ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, 8 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიგინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ. მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.