“ის ახალი ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად სხვადასხვა ეტაპზე, გახსნებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში საკმაოდ დაიკლო. ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები, დაახლოებით 17 ათასი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. 13 600 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და – 04%-ია დადებითობის მაჩვენებელი, 8200 რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,1%.მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.