“ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს საჯარო ინფორმაციას დადგენილი წესით, ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ COVAX-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ასვე, მწარმოებლებთან შეთანხმებების ფარგლებში გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის რაც, საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ზოგადად გააზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაჯაროვება მოსთხოვა. მისი თქმით, წინაარმდეგ შემთხვევაში დოკუმენტების მოპოვებას სამართლებრივი გზით შეეცდება.