“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის უბარიერო სისტემის შემოღებას განიხილავს, “გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი “მეტრონომთან” ეხმიანება.
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის გამოსვლა კითხვის ნიშნებს ტოვებს, ნამდვილად თანახმაა თუ არა “ქართული ოცნება” ნულოვან ბარიერზე, ამიტომ “გირჩი” მმართველ გუნდთან შეხვედრაზე ამ საკითხს დააზუსტებს.
საკითხის დაზუსტების შემდეგ, როცა “გირჩი” გარანტიას მიიღებს, მეგრელიშვილის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ოპოზიციასთან კონსულტაციები.
“თავად ბრძანეთ, თითქოს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ თანახმაა უბარიერო სისტემაზე. მთავარი კითხვაც ეგაა, რომ თითქოს თქვა თუ არ თქვა. როგორც თქვენ ვერ გაიგეთ, ასე ვერ გაიგო საზოგადოებამაც რა თქვა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, დავაზუსტოდთ, რა თქვა. რომ დავაზუსტოებთ კონკრეტულად რას გულისხმობს “ქართული ოცნება”, მერე შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს, რომ ჩვენს კოლეგებთანაც ოპოზიციიდან ვიმუშაოთ.
ეს თემა ხომ ახალი არაა, ჩვენი შეთავაზება აქამდეც ხომ ნათქვამი გვქონდა. მდინარაემ ეს დაადასტურა, “გირჩი” ამას იძახისო და სხვების პოზიცია არ ვიცითო. როცა ასეთი რთული პოლიტიკური ვითარებაა, კოლეგებთან კითხვით ხომ არ მივალთ, თქვენ რას ფიქრობთო?! ჩვენ უნდა ვიცოდეთ “ქართული ოცნების” ჩვენს წინადადებაზე პასუხი. როცა ერთი მხარე ბუნდოვანია, ჩვენს კოლეგებს რაზე ველაპარაკოთ,”- აცხადებს მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, მისმა პარტიამ მმართველ გუნდთან დააყენა წინადადება, რომ ბუნებრივი ბარიერი დაეწესებინა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი გარანტირებულად შევიდოდა პარლამენტში.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის გამოსვლა იყო ზოგადი, ვინაიდან მას ბარიერთან დაკავშირებით კონკრეტული პირობა არ დაუდია.
“ეგ პირობა თუ დადო, ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, მიუხედვად იმისა, სხვა ოპოზიციური ძალები შემოვიდოდნენ თუ არ შემოვიდოდნენ. ჩვენ უბრალოდ დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემოვიდოდნენ. ჩვენ “ქართულ ოცნებას” ასეთი წინადადებით მივმართეთ. ისინი ამბობდნენ, ჩვენ ვიცით, სხვები მაინც არ შემოვნლენო. თუ იცით, რომ სხვები მაინც არ შემოვლენ, მოდით დადეთ ეს პირობა და დავტესტოთ. ეს არის ჩვენი წინადადება და “ქართულმა ოცნებამ” მდინარაძის ბრიფინგით რაღაცნაირად თითქოს თქვა, აზრი გვაინტერესებსო, მაგრამ საკუთარი პირობა არ დაუდიათ.
მდინარაძე რომ გამოსულიყო და ეთქვა, ჩვენ ვისაუბრეთ, გუნდის შიგნით გვქონდა განსხვავებული აზრი, ჩვენ გარანტიას ვდებთ, რომ 85 ოცნების დეპუტატი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს, სიტყვაზე ვიძახი, მაშინ გვეცოდინებოდა, რომ 85 მხარს უჭერს და მოსაძებნი გვყავს 28 ადამიანი, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ეს მდგომარეობა ჩემთვის გასაგები იქნებოდა. გუშინდელი ბრიფინგიდან კი უბრალოდ გავიგეთ, რომ ზოგადად ქართული ოცნება” ასეთ შესაძლებლობას განიხილავს,”- აცხადებს მეგრელიშვილი მეტრონომთან.
კითხვაზე, რა გარანტია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ “ქართული ოცნება” უბარიერო საარჩევნო სისტემის კანონპროექტს არ ჩააგდებს, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მას ამის მოლოდინი არ აქვს.
“ასეთი რაღაცა თუ გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ეს ძალიან ცუდი საქციელი იქნება. მაგრამ ამის მოლოდინი მე არ მაქვს, ასეთ ფანტაზიისmაგვარ შემთხვევებზე როგორ ვიფიქრებ. წარმოიდგინეთ, უცნაურობას მეკითხებით, სრულ უცნაურობას. აქ არიან ელჩები, არის მოლაპარაკებები. მოსალოდნელი რეპუტაციული ზიანია მხოლოდ, ამის ერთადერთი გარანტია, რომ ადამიანები თავის სიტყვას არ დაარღვევენ. მართლა მაინტერესებს, თქვენ რა ვერსია გაქვთ, რა შეიძლება გითხრათ მე ისეთი, რომელიც თქვენს კითხვას დააკმაყოფილებს?’- აღნიშნავს მერელიშვილი.
კითხვაზე, თუ “ქართული ოცნება პირობას არ შეასრულებს და პარლამენტში ოპოზციის ნაწილის შესვლის შემდეგ კანონპრექტს ჩააგდებს, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები, ან რა სამოქმედო გეგმა ექნება ოპოზიციას, მეგრელიშვილი პასუხობს რომ “ის ვანგა არ არის, მომავლის პროგნოზირება გააკეთოს”.
“ეგ არ ვიცი, მე ვანგა არა ვარ, უკაცრავად რა. ვანგა გახსოვთ ხო, ქალბატონი რომ იყო, მომავლის პროგნოზებს რომ აკეთებდა. თქვენ თუ მასეთ ადამიანს ურეკავთ, დაურეკეთ, მე ეგ არ ვარ. ელჩებთან რა პირობაც დადო “ოცნებამ”, პირველ ჯერზე შეასრულა. თუ გადაგვაგდო, მერე რა ფანტაზიისმაგვარი სცენარი განვითარდება ამ ქვეყანაში მე მაგაზე პასუხი არ მაქვს,”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “მეტრონომთან.”
ცნობისთვის, 9 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიგინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ. მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი