ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ეს წინადადება იქნება, შევალთ პარლამენტში” – რა წინადადებას აყენებს “გირჩის” წევრი

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდნარაძის განცხადებას ეხმაურება საარჩევნო რეფორმისას უბარიერო სისტემის განხილვაზე და ამბობს, რომ თუ ეს შედგება, პარლამენტში შევა.

„თუ ეს წინადადება იქნება, რომელიც ჩვენ გვაწყობს, მართლა ბუნებრივი ბარიერი იქნება იქ ჩაწერილი და ამ წინადადებით, ასე ვთქვათ, მივალთ ელჩებთან და იქ გაფორმდება ეს, ჩვენ ბუნებრივია, შევალთ პარლამენტში, რადგან ჩვენ ასეთი მიზანი გვაქვს, მაგრამ გარკვეული რაღაც დაზუსტება გვჭირდება. ძალიან გვაინტერესებს ზოგადად კოლეგების პოზიცია ოპოზიციიდან და კი, ალბათ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ელჩთან უნდა შევიკრიბოთ ამის გამო.

ჩვენ უკვე დავიწყეთ კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან. თუ ეს წინადადება იქნება მიღებული ოპოზიციაში და თუ შეიქმნება ისეთი პირობა, რომ 2022 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლა იქნება ოპოზიციურად განწყობილი და ასე ვთქვათ, პრინციპული უპირატესობა ექნება ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება რესურსი, მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს პარლამენტიდან” – განაცხადა რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....