ახალი ამბები მთავარი სამართალი

პატიმრობამისჯილ ერეკლე კოდუას „ინტერპოლი“ აღარ ეძებს

“ინტერპოლმა” სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კოდუას ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, “ინტერპოლისადმი” მიმართვა ეხება რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელთა მიმართაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება”.
ადვოკატი არ აკონკრეტებს, მაგრამ  აღნიშნავს, რომ ერეკლე კოდუა ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.

სუს-ის ყოფილი უფროსის მიმართ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობაც აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....