დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “მასწავლებლებიც მოწყვლადი ფენაა და აიცრებიან იმ პრიორირეტიზაციის შემდეგ, როგორც გეგმაშია გაწერილი.” მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) რეკომენდაციაა, რომ მეხუთე კლასიდან პირბადის ტარება სავალდებულო იყოს, ხოლო მეხუთე კლასამდე ნებაყოფლობითი და მასზე რეკომენდაცია იყოს გაცემული. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.
“ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ჩვენი პრიორიტეტიზაცია ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და განვითარებული ევროპული ქვეყნების რეკომენდაციებს. ყველგან პირველები იცრებიან ჯანდაცვის მუშაკები, შემდეგ უკვე არის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. რა თქმა უნდა მასწავლებლებიც მოწყვლადი ფენაა და აიცრებიან იმ პრიორირეტიზაციის შემდეგ, როგორც გეგმაშია გაწერილი. ეს არის მასწავლებლები, პოლიციელები, ვინც წინა ხაზზე არიან. იგივე მასწავლებლები, ვინც 65 წელს ზემოთ არიან, ისინი წინა ჯგუფში არიან, ვიდრე ახალგაზრდა მასწავლებლები.
მასწავლებლებისა და პერსონალისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იყოს მოსავლეებისთვისაც 5 კლასიდან ზემოთ, ხოლო მეხუთე კლასამდე რეკომენდირებული იყოს და მშობელმა გადაწყვიტოს. აშშ-ში 6 წლიდან არის მიღებული პირბადის ტარება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ