ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენი შესავალი ფაქტებზე იყოს დაფუძნებული” – გამყრელიძე ტელეწამყვანს

“ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენი შესავალი ფაქტებზე იყოს დაფუძნებული და არა ცალმხრივი”, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” გადაცემის “საჯარო პოლიტიკის” წამყვანს ეკა მიშველაძეს.

მაგალითისთვის გამყრელიძემ ის მოიყვანა, რომ გეგმა ცნობილი არ არის. ეკა მიშველაძემ მიმართა, რომ ერთი ფურცელია ეროვნული გეგმა, რისი მოძიებაც  მათ შეძლეს. რაზეც ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ეროვნული გეგმა 60 გვერდზე მეტია და აქვს თავისი დანართები.

“ერთფურცლიანი რა არის, ვერ გეტყვით. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დავამარცხოთ პანდემია, ამას ერთი ქვეყანა – საქართველო ვერ დაამარცხებს. ის უნდა დაამარცხოს სამყარომ. პირველ რიგში ეს უნდა დაამარცხოს მთელი სამყაროს ვაქცინაციამ. რომლითაც სულ მცირე 70%-იანი მოცულობა უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის, მეორე შეიძლება იყოს ვირუსული პრეპარატი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....