ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,გთხოვთ ყველას, ვინც ამას კითხულობთ” – ირინა სარიშვილი მიმართვას ავრცელებს

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საქველმოქმედო განცხადებას ავრცელებს და ფეისბუქმომხმარებლებს მიმართავს.

,,მოგმართავთ ჩემს 5 ათასამდე მეგობარს და 40 ათასამდე გამომწერს! ყველას, ვინც ამ კედელზე შემოდის – ჩემი პროფილი ყველასთვის ღიაა. პატარა ქეით ახვლედიანის გადასარჩენად საჭირო მინიმალური თანხის შესავსებად დარჩენილია 23 ათასი ევრო.

დრო გვაქვს ძალიან ცოტა – სულ რამდენიმე დღეში ქეითი აუცილებლად უნდა გაემგზავროს საზღვარგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ მოუწევს განმეორებითი ქიმიის კურსი, რაც ძალიან არასასურველია ბავშვის მდგომარეობისთვის.გთხოვთ ყველას, ვინც ამას კითხულობს, სულ მცირეც რომ შეგვეძლოს, არ მოგვერიდოს, არ დავიზაროთ – ამ საქმეში მცირე არ არსებობს – მთავარია ჩვენ ვიყოთ ბევრი. ვინც ვერ ვრიცხავთ ფულს ანგარიშზე, დავრეკოთ მითითებულ ნომერზე – ზარის ღირებულება 1 ლარია.

ყველა, ვინც ამას კითხულობთ, ამ წუთშიც შეგიძლიათ დარეკოთ ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერაც გინდათ – ჩვენ ბევრი ვართ და თუ ყველა ამას გავაკეთებთ, ნაწილი გადარიცხვასაც შეძლებს, მოგროვდება ეს დარჩენილი თანხაც!  გთხოვთ! წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა, რომელმაც იცის, რომ შვილის გადარჩენა შეიძლება თუ ფული იქნება.

დავეხმაროთ პატარა ქეითს და მის მშობლებს და გადავურჩინოთ 4 წლის შვილი ყველამ ერთად! გთხოვთ! გთხოვთ! გთხოვთ!”, – წერს ირინა სარიშვილი ,,ფეისბუქის” გვერდზე.

იტვირთბა....