ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მინდა შენდობა ვთხოვო ყველას“ – მამა დავით მექვაბიშვილის განმარტება

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც ​კამათის მიზეზი გახდა, მღვდელი დავით მექვაბიშვილი განმარტებას აკეთებს.

გთავაზობთ, სასულიერო პირის მიმართვას:

„გავრცელდა ჩემს მიერ ზაფხულში აღსრულებული ნათლობის ვიდეო, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს ერსა და ბერში. პირველ რიგში, მინდა შენდობა ვთხოვო ყველას, ვინც დაბრკოლდა აღნიშნულით. თავის მართლებას არ დავიწყებ არავისთან, სადაც შენდობა სათქმელია: ყოველთვის, ყველგან და ყველას ვთხოვ შენდობას! უბრალოდ მინდოდა, რომ ბავშვზე სამი პეშვი წყალი არ დამესხა თავზე, და მშობლების და ნათლიების მოთხოვნით! გადავწყვიტე სრული შთაფლვით (რაც ყველაზე გამართლებული ტრადიციაა ეკლესიაში) მომენათლა მხევალი ღვთისა ნინო.

ამოჭრილ ვიდეოში ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს (თუმცა მიზანი ერთია: ბავშვის მონათვლა!). ქვემოთ დადებულ ვიდეოში და სურათებში, რომელიც ნათლობის დროს და შემდეგ არის გადაღებული, კარგად ჩანს ის სითბო და სიყვარული, რომელიც დღესაც არის ჩემსა და პატარა ნინის შორის.

შეგვეწიოს უფალი იესო ქრისტე და გაგვაძლიეროს ჭეშმარიტებაში! „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს ქრისტე შეგვიმოსიეს“, – დაწერა მღვდელმა დავით მექვაბიშვილმა.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ნათლობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....