ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა თურქეთს შესაძლოა გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

„ამერიკის ხმა“ სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორ სოლი ოზელს ესაუბრა.  ოზელის თქმით, თურქეთის მთავრობამ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე რომ შესაძლოა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტოს თურქეთს.

„შეიძლება ბუნებრივი აირის მილსადენზე მოულოდნელად ავარია მოხდეს, ან სარემონტო საქმიანობა გახდეს საჭირო, რომელიც 20 დღე გაგარძელდება. თურქეთისთვის კარგი ისაა, რომ რუსებს დღეს ფული ისე სჭირდებათ, რომ არ მგონია რაიმე მსგავსი მოხდეს“ – აცხადებს ოზელი.

შეგახსენებთ, რომ „გაზპრომი“ თურქეთისგან ყოველ წელს, დაახლოებით 27 მილიარდ დოლარს იღებს, რაც ადვილად რუსეთისთვის ძალიან დიდი თანხაა, თუმცა, კრემლი ხშირად ეკონომიკურ ფაქტორზე მაღლა გრძელვადიან  სტრატეგიულ გათვლებს აყენებს. სწორედ ამიტომ, თურქეთს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

იტვირთბა....