ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა რეგულაციები უნდა დაიცვან სკოლებმა სწავლის აღდგენის შემდეგ – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სკო­ლას თავად შე­უძ­ლია თა­ვად გან­სა­ზღვროს: გაკ­ვე­თი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბის დრო სა­ფე­ხუ­რე­ბის/კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, ასევე, მოქ­ნი­ლად და­გეგ­მოს ცვლე­ბი.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკოლას შეუძლია, და­გეგ­მოს შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლი.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით,  მშობლებსკვლავ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბით სწავ­ლე­ბა­სა და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მას შო­რის.

“იმ სკო­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 15 თე­ბერ­ვლი­დან დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მით სწავ­ლე­ბა­ზე გა­დავ­ლენ, არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ნახ­ლდა. აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე თი­თო­ე­ულ სკო­ლას უკვე ეც­ნო­ბა. სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, სკო­ლე­ბი­დან რე­კო­მენ­და­ცი­ებს ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბიც, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი მათი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. ხაზ­გა­სას­მე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ასე­ვე მშობ­ლე­ბი.

ძა­ლა­ში რჩე­ბა 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სკო­ლას შე­უძ­ლია თა­ვად გან­სა­ზღვროს: გაკ­ვე­თი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა; სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბის დრო სა­ფე­ხუ­რე­ბის/კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით; მოქ­ნი­ლად და­გეგ­მოს ცვლე­ბი; მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­გეგ­მოს შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლი; შე­რე­უ­ლი მო­დე­ლის და­გეგ­მვი­სას I-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გან­სა­ზღვროს ფი­ზი­კუ­რად სას­კო­ლო სივ­რცე­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, დას­წრე­ბით სწავ­ლე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე უზ­რუნ­ველ­ყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ან ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც არ, ან ვერ ერ­თვე­ბოდ­ნენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში“, – ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც სთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ, მშო­ბელს, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის I სე­მესტრში უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დის მსგავ­სად, კვლავ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბით სწავ­ლე­ბა­სა და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მას შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში – თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ზუგ­დიდ­ში, თე­ლავ­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, გარ­და­ბან­ში, ფოთ­ში, მარ­ნე­ულ­ში, ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში და გორ­ში მდე­ბა­რე სა­ჯა­რო სკო­ლებს.

თუკი მას­წავ­ლებ­ლებს მო­უ­წევთ და­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რონ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ისი­ნი შე­სა­ბა­მის და­ნა­მატს მი­ი­ღე­ბენ.

უწყე­ბის ცნო­ბით, მშო­ბელ­მა, რო­მელ­საც სურს, რომ მის­მა შვილ­მა სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გა­აგ­რძე­ლოს, ამის შე­სა­ხებ უნდა მი­მარ­თოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მიერ შექ­მნილ ვებგ­ვერ­დზე – https://online.emis.ge

“სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სკო­ლა­ში მოხ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის მი­ნი­მუმ 20%-ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სის­ტე­მა­ტუ­რი ტეს­ტი­რე­ბა 2 კვი­რა­ში ერთხელ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, უნდა მოხ­დეს სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რის რე­გის­ტრა­ცია ბმულ­ზე: https://labour.moh.gov.ge/, რა­საც სკო­ლე­ბი თა­ვად უწე­ვენ ორ­გა­ნი­ზე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 15 თე­ბერ­ვლი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა ქა­ლა­ქებ­ში: თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და ქუ­თა­ის­ში, შე­სა­ბა­მი­სად, უკვე მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სკო­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გაგ­რძელ­დე­ბა მიდ­გო­მა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც 1 თე­ბერ­ვალს გა­ნაგ­რძეს დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მით სწავ­ლა, მოქ­მე­დე­ბენ სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხებს, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კოლს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სით აღი­ჭურ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად სკო­ლებს სრუ­ლი მზა­ო­ბა აქვთ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დაც­ვის პრო­ცესს სა­მი­ნის­ტრო სის­ტე­მა­ტუ­რად და­აკ­ვირ­დე­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.

“სა­მი­ნის­ტრომ სკო­ლებ­ში სწავ­ლის დას­წრე­ბუ­ლი ფორ­მით გა­საგ­რძე­ლებ­ლად მზა­დე­ბა ჯერ კი­დევ 2020 წლის ზა­ფხულ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის და­ი­წყო. ჰი­გი­ე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვის მიზ­ნით, გა­ნი­სა­ზღვრა სკო­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა, ასე­ვე, სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის 800-მდე სკო­ლა­ში სრუ­ლად მო­წეს­რიგ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი; გარ­და ამი­სა, შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და მო­ნი­ტო­რინგს. უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ სკო­ლებ­მა სწავ­ლე­ბის შე­რე­უ­ლი ფორ­მით წარ­მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ კი­დევ შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღეს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლის და­ნერგვის გა­მოც­დი­ლე­ბა.

2020 წელს, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: აშენ­და 30 სკო­ლა; 60 სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წელს დას­რულ­დე­ბა; სრუ­ლად გა­ნახ­ლდა 9 სა­ჯა­რო სკო­ლა ხოლო ნა­წი­ლობ­რივ – 150-ზე მეტი; და­ი­წყო 100-ზე მეტი სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი“, – ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შეგახსენებთ, სასწავლო ოთახებიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 თებერვლიდან განახლდება.

იტვირთბა....