ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

“ბიტკოინი გააგრძელებს 50 000 დოლარისკენ ზრდას” – Bloomberg–ის ექსპერტი

ბოლო ერთი კვირაა, არაერთი ანალიტიკოსის პროგნოზი ვრცელდება ბიტკოინის ფასზე და შემდგომ მის განვითარებასთან დაკავშირებით.

Bloomberg–ის სასაქონლო სტრატეგის, მაიკ მაკგლონის თქმით, ბიტკოინი გააგრძელებს 50 000 დოლარისკენ ზრდას. იგი მიიჩნევს, რომ ინვესტორებისთვის ინოვაციაა ოქროდან ციფრულ ვალუტაში ინვესტიციების გადატანის ტენდენცია.

მაიკ მაკგლონის განცხადებით, 2024 წლისათვის ციფრული ვალუტა ოქროსავით სტაბილური გახდება და მიიზიდავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რაც თავისთავად აისახება მის იმ დროისათვის მაღალ ფასზე.

ჰეჯ-ფონდის მენეჯერის, რეი დეილიოს აზრით, მთავრობები ციფრულ ვალუტასთან საერთო ენას გამონახავენ.

ამის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტა კურსის მატებას განაგრძობს. ბიტკოინმა წინაღობა 35.000 დოლარზე დასძლია. ბიტკოინის 4-საათიანი დიაგრამის ცვლილება აჩვენებს ფასის მერყეობას 35.000-სა და 40.000 დოლარს შორის.

ეს კი აძლევს ანალიტიკოსებს იმის თქმის საფუძველს, რომ მომდევნო დონე 40.000 დოლარი იქნება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გუშინ, 7 თებერვალს ბიტკოინმა 38.000 დოლარის დონე მყარად შეინარჩუნა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით კი, ციფრული ვალუტის ფასი 39.166 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ვრცლად ამ თემაზე ნებისმიერი ინფორმაცია იხილეთ აქ www.cryptoworld.ge

იტვირთბა....