ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში საცხოვრებელ ბინაში ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

იტვირთბა....