“ასეთი რაღაცეები უნდა ხდებოდეს ეკლესიაში, ასეთი ინტრიგები უნდა იყოს? ასეთი ეკლესია გინდათ? ეს არის ქრისტიანობა? ასეთი აყროლებული სიტუაცია უნდა იყოს ეკლესიაში? პატრიარქრი გადადგება თუ არ გადადგება, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ შემდეგი პატრიაქრი ვინ იქნება, ვინ განსაზღვრავს ამას განსაზღვრას ორი ინსტიტუცია – ხელისუფლება და რა თქმა უნდა, რუსეთი. და ჩვენი მრევლის წევრები ისევ ჩუმად უნდა იყვნენ, ასეთი მონური ქრისტიანობაა ჩვენთან და ასეთი ინტრიგები არ იწვევს აღშფოთებას.”
ბასილ კობახიძე – თეოლოგი
ამის შესახებ თეოლოგმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია” სოვიალურ ქსელკში საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნანთქვამია, რომ 11 თებერვლის სინოდის საგანგებო სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტიდან გადაყენებაის საკითხის განხილვა იგეგმება.
“საგანგებო განცხადება!!! კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, დღეს საქართველოს საპატრიარქო განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.