ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ მედიკამენტით ვირუსი მარცხდება” – გიორგი ღოღობერიძე კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატზე საუბრობს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის სამკურნალოდ ახალ მედიკამენტზე საუბრობს, რომლის კკლინიკური ცდები ისრაელში მიმდინარეობს.

როგორც ექიმმა ფეისბუქზე ლაივჩართვის დროს განაცხადა, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა და 96%-იანი ეფექტურობა გაუშვი.

ღოღობერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტმა შემოწმების პირველი ფაზის დროს 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზეც კი დაიტესტა ყველა მათგანი ორ დღეში გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ღოღობერიძის თქმით, წინ მესამე ფაზაა, რომლიც წარმატებით გავლის შემთხვევაშიც მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება.

მისივე თქმით, ეს პრეპარატი განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტებს, რომელთაც დაემართებათ კოვიდი, საშუალო ან მძიმე ფორმებით, არავინ არ მოკვდეს.

“თქვენთვის უკვე ცნობილი იქნება, რომ ახალი მედიკამენტი შეიძლება დამკვიდრდეს კოვიდის წინააღმდეგ. ეს მედიკამენტი ისრაელმა, ფაქტობრივად, გუშინ გააცხადა. ტელავისის კლინიკაში დაიტესტა ეს პრეპარატი, მან გაიარა კვლევის პირველი ფაზა. მედიკამენტის სახელია EXO-CD24. ეს პრეპარატი განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტებს, რომელთაც დაემართებათ კოვიდი, საშუალო ან მძიმე ფორმებით, არავინ არ მოკვდეს.

რეალურად ჩვენ გვკლავს არა ვირუსის აგრესიულობა, არამედ თვითონ ჩვენი იმუნური სისტემის ზედმეტი აგრესიულობა. ამ მედიკამენტით ოდნავ ვამუხრუჭებთ იმუნურ სისტემას და ვირუსი მარცხდება, პაციენტი ჯანმრთელდება. ეფექტურობა ამ მედიკამენტისა პირველი ფაზის მიხედვით იყო 96%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზეც კი დაიტესტა ყველა მათგანი 2 დღეში გამოჯანმრთელდა. მაგრამ აქ მტავარია ის, რომ მედიკამენტი შემოწმდა მხოლოდ 30 პაციენტზე. როცა მეორე და მესამე ფაზას გაივლის მერე შეიძლება, რომ ის გახდეს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ცნობისთვის, Telegraph-ისინფორმაციით, აღმოჩენილია პრეპარატი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები განკურნა. ისრაელსი ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატმა EXO-CD24-მა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.  30 კოვიდპაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24-ი მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. 30-ე პაციენტს კი სრულად განკურნებისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.

იტვირთბა....