ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას ეხმიანება.

ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ, ფანტაზიას უწოდებს.

„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,-წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია” სოვიალურ ქსელკში საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნანთქვამია, რომ 11 თებერვლის სინოდის საგანგებო სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტიდან გადაყენებაის საკითხის განხილვა იგეგმება.

“საგანგებო განცხადება!!! კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, დღეს საქართველოს საპატრიარქო განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

 

იტვირთბა....