ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ვინ და რატომ სცემა ე.წ. კანონიერი ქურდი: ქართველი “ავტორიტეტებისა” და “ძედ ჰასანის” კლანის დაპირისპირება

ცნობილი კრიმინალური გამოცემის “პრაიმ კრაიმის” ინფორმაციით, ბელორუსში, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივ ე.წ. კანონიერ ქურდს, ალექსანდრე კუშნეროვს, მეტსახელად “პალტოს”.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, მას თავს დაესხა ასევე ე.წ. კანონიერი ქურდი ალექსანდრე შულცი, რომელიც ბელორუსში მთავარი კრიმინალური ავტორიტეტობის კანდიდატად ითვლება. როგორც  ირკვევა, დაპირისპირება სათავეს ახლო წარსულში იღებს. ერთი კრიმინალური ავტორიტეტი მეორეს შურისძიების მოტივით დაესხა თავს მაშინ, როცა ის მეუღლესთან ერთად ეზოში ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კუშნერს თან დანა ჰქონდა, თუმცა, სწრაფად განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ვერ შეძლო.

გამოცემა დაპირისპირებას ქართულ ე.წ. კანონიერი ქურდების კლანს უკავშირებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირებული იყო ცნობილ ე.წ. კანონიერი ქურდ “ძედ ჰასანის” კლანთან. როგორც ირკვევა, ალექსანდრე კუშნეროვის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლა ზუსტად “ძედ ჰასანის” ინიციატივით მოხდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო “ქართულ კლანთან” წინააღმდეგობის გასაწევად.

 

იტვირთბა....