დღეიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 თებერვალს გამოაცხადა.
კერძოდ, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა. მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.
ასევე, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირება დაიწყო ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმაც.
შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას და ამ დღეებში ტრანსპორტი და ბაზრობებიც მუშაობას შეაჩერებენ.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.