ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

ტრანსპორტში სავარლდებულია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. სავალდებულოა პირბადის ტარება.

შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას და ამ დღეებში ტრანსპორტი არ იმუშავებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი გეგმის თანახმად, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

 

 

იტვირთბა....