ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან ბევრი ადამიანი ამ სიტყვის ხსენებაზე დეპრესიაში ვარდება” – მაია ბარათაშვილი საკუთარ დაავადებაზე ალაპარაკდა

დიაბეტი გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ებრძვის. დიაბეტის სხვადასხვა ტიპები არსებობს. იმ ადამიანებს შორის, ვინც დიაბეტს ებრძვის არის მუსიკოსი მაია ბარათაშვილი. მან საკუთარი დიაგნოზის და დაავადებასთან გამკლავების შესახებ “რუსთავი 2”-ზე ისაუბრა.

“ჩემთვის დიაბეტი გახდა ცხოვრების წესი. ძალიან ბევრი ადამიანი ამ სიტყვის ხსენებაზე დეპრესიაში ვარდება, მე არ მინდა ამას დაავადება ვუწოდო. თუ უვლი ეს არის ცხოვრების წესი, როგორც კი არ უვლი მზაკვარ დაავადებად გადაიქცევა.

20 წლის წინ მინდოდა გახდომა, წავედი ელენე გიორგაძესთან და გახდა ჩემი მეგობარი, ავიღე ანალიზები და აღმოჩნდა, რომ თურმე მომატებული მაქვს გლუკოზა. აღმოჩნდა, რომ ამიტომ ვერ ვიკლებდი წონაში. დროულად ჩავავლე იმ მდგომარეობას ხელი. ამ დროს აუცილებელია კვებითი ხელშეწყობა. გურმანი ვარ, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი ცხოვრების ხარისხი შენარჩუნებულიყო ყველაფერი დავთმე. ჩემი მდგომარეობა არ მიშლის ხელს, რომ განვვითარდე.

იყო რაღაც ცვლილებები, გარკვეული ჰორმონალური ცვლილებებიც, მაგრამ მალე მოწესრიგდა დიეტით. ფეხით სიარული არის იდეალური. დღეში 10-12 კილომეტრს გავდივარ ფეხით. ნუ დანაღვლიანდებით გურმანებო, ელარჯი ჩაანაცვლეთ გერკულესით” – განაცხადა ბარათაშვილმა.

იტვირთბა....