შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები, რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.მათ შორის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა გაიზრდება და მისი ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება.
ინფორმაციის თანახმად, 40 კმ/სთ-ის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50-ლარიან სანქციას გამოიწვევს,ხოლო 40 კმ/სთ-ზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.