„იმედის კვირა“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად და ოჯახის მხარდასაჭერად გერმანიაში, ქალაქ უნაში ჩავიდა. ეს მესამე კლინიკაა უცხოეთში, სადაც გამსახურდია მოათავსეს.
გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე, ანა ჯაბაური საუბრობს. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში გამსახურდია თურქეთში გადაიყვანეს, ახლა კი 2 კვირის განმავლობში ის გერმანიაში, უნაში, ზაზა ქაცარავასთან მკურნალობს.
„დღეს ცოტნე სუნთქავს დახმარების გარეშე. ესმის ყველაფერი. ხუმრობაზე იცინის. ფილმებს ერთად ვუყურებთ. ამბობს რამდენიმე სიტყვას. ნათქვამი აქვს რამდენიმე წინადადება. ემოციებს ისე მძაფრად არ გამოხატავდა. როცა ცოტნეს სურვილის გაგება მინდოდა ხელი უნდა მოეჭირა. დღეს ეს არ გვჭირდება, რადგან დიახ- ს და არა-ს მაგებინებს. ცოტნე კი-ს და არა-ს სიტყვითაც მეუბნება. ჩემი თხოვნით და მეცადინეობით ცოტნემ თქვა მამა. ეს იყო მისი პირველი სიტყვა. ფიზიოთერაპევტმა ათქმევინა ანა. თურქეთში ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი 10%-ზე ნაკლები იყო. კომაში მყოფს დაემართა მენინგიტი.
მან გაგვიწია უპრეცენდენტო მასპინძლობა. ზაზა ქაცარავამ თავის ჰონორარზე უარი თქვა. მან თქვა, რომ ამ ოჯახიდან თანხას მე ვერ ავიღებო და თან იცოდა, რომ ცოტნეს მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ფონდი ქართუ. ცოტნე ძალიან შეღავათიან ფასებში იმყოფება აქ და ეს ზაზას სურვილით, რადგან „ფონდი ქართუ“ ყველაფერზე თანახმა იყო, რაც საჭირო იქნებოდა“, – განაცხადა ჯაბაურმა.