ექიმი ნანა გეგეჭკორი ინფიცირების გამო დაკარგული გემოსა და ყნოსვის ფუნქციის დროულად აღსადგენად საზოგადეობას რჩევებს აძლევს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა.
„ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული პრეპარატი, რომელიც გემოსა და ყნოსვის ეფექტურ აღდგენაზეა მიმართული. ყველაზე ეფექტურად ყნოსვის ვარჯიში ითვლება. აიღეთ 4 სხვადასხვა ტიპის სურნელი – ვარდის, მიხაკ-დარიჩინის, ევკალიპტის და ლიმონის სურნელები.
ივარჯიშეთ ყოველდღიურად 10-20 წამის განმავლობაში. დაახლოებით, 2-3-თვეში ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაბრუნდება. მეხსიერება და ყნოსვა ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული, ამიტომ ვარჯიშის დროს გაიხსენეთ ის სურნელი, რომელსაც ადრე გრძნობდით“ – განაცხადა ექიმმა.