ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საიდუმლო “შკოდა” – ბადრი ესებუას საქმე და სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

თეთრი შკოდა, რომლითაც სავარაუდოდ ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა. “პოსტ ფაქტუმს” წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ესებუამ თავის მოკავშირეს, შალვა გულუას პოლიციის მანქანების მსგავსი შკოდა აყიდინა. სავარაუდოდ ამავე მანქანით უნდა ყოფილიყო ის იმ ღამესაც, როდესაც სპეცრაზმელები დაედევნენ, თუმცა, საბოლოოდ, მოკავშირის სადისტრიბუციო მანქანაში აღმოჩნდა.

“პოსტ ფაქტუმმა” შკოდა შალვა გულუას სახლის ეზოში აღმოაჩინა.

ერთერთი ვერსიით, გულუა, სინამდვილეში სუს-ის აგენტია, რომლის დახმარებითაც სპეცრაზმი ბადრი ესებუას აყვანას ცდილობდა, მაგრამ ოპერაცია ჩაუვარდათ. წყაროს ინფორმაციითვე, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა შალვა გულუა.

სამართალდამცველები კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, რომ არანაირ სპეცოპერაციას ადგილი არ ჰქონია.

წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....