aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – რა ხდება ადგილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ხის მასალისგან იყო აშენებული, რის გამოც დაზარალებულებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი ლიკვიდირებულია. ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს შეისწავლიან და შესაბამისი კომისია დახმარებას გაუწევს.

იტვირთბა....