“პარლამენტში ხვალ იწყება განათლების სამინისტროს გაყოფა და ცალკე კულტურის სამინისტროს შექმნა. რა იცვლება ამით? არსებითად არაფერი-იგივე შენობაში იქებიან იგივე ადამიანები, ოღონდ სხვა წარწერის ქვეშ. ” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძროაბის” წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მაგრამ, ამ ცვლილების შემდეგ გაჩნდება მინისტრი და ხუთი მოადგილე (ასეა უმეტეს შემთხვევაში), პერსონალური მანქანები, ყველას ცალ-ცალკე აპარატი მდივნებითურთ, ფუფუნების სხვადასხვა ატრიბუტები (უფასო მობილური, დაზღვევა, მივლინებები და ასე შემდეგ). მინისტრს დაცვა, შენობასც დაცვა, ცალკე ბუღალტერია და სხვა ცალკე სამსახურები. ერთიც სუსის “ოდეერი” და სხვა, “ზედნადები ხარჯების” წარმომქნელი არსებები თუ არაარსებები( მაგ. ძვირფასი სავარძელი). შეიძლება აქედან გამოვიდეს რაიმე სასიკეთო? არაფერი. იქნება ისე, როგორც გურამ დოჩანაშვილი აღწერდა კუჭის კანონში-ბოლოს რომ მიხვდები, რომ ისეთივე ბითური ხარ, ხინკლით გაძღომამდე რომ იყავი.” – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, პარლამემტში ხვალ 10:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.