ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კომენდანტის საათის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ განიხილება” – ამირან გამყრელიძის განცხადება

“კომენდანტის საათის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ განიხილება,” – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერნეტპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა დღიური 400 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია.

“უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება. მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ  8 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება, თუმცა ეს არ ეხება კომენდანტის საათს.

იტვირთბა....