“ჩვენ არ ვიცით როგორი კულტურის მინისტრი იქნება თეა წულუკიანი და მკითხაობას ჰგავს ყველა ეს დისკუსია და კამათი.”
ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად, თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.