თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი “ტვ პირველის” ეთერში გასული სიჟეტის, კერძოდ “შავი ოქროს საქმე” სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება.
როგორც თეოლოგი თავის პოსტში დასძენს, შემთხვევით, “სანდო წყაროს” მიზანი მარგვეთისა და უბისის ეპარქიიდან “ურჩი” მღვდლების მოშორება ხომ არ იყო?
“მეტრონომი” თეოლოგის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ტვ პირველზე გასულ სიუჟეტზე (“შავი ოქროს” საქმე):
“სანდო წყაროს” მიზანი, შემთხვევით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიიდან “ურჩი” მღვდლების მოშორება ხომ არ იყო?
ხომ არ შეუსრულეს ეპისკოპოსთან დაპირისპირებულ ბანაკს ტექნიკურად?
იქნებ მღვდლებს გაზულუქებული ოლიგარქის მტაცებლობა არ მოსწონდათ, ხალხს დაუდგნენ გვერდით და შემდეგ ხალხის გამოქომაგება მზაკვრულად შეუტრიალეს?
ის “რიჟა”, რომელიც ბიზნესმენია და ათეულობით მილიონი აქვს მითვისებული ამ ბიზნესიდან, ძალიან გათავხედებულია რაიონში. კოლოსალურ თანხებს გამოიმუშავებს და ერთ თეთრსაც არ ტოვებს რაიონისთვის. ამიტომ მაგ “რიჟას” ხალხმა რომ ვერაფერი მოუხერხა, მღვდლებს დახმარება სთხოვეს, რომ ამდენ ფულს შოულობს და რაიონისთვის ცოტა მაინც გაიღოს, სკვერი მაინც გააკეთოსო, ანდაც ათასი გაჭირვებულია და დახმარების სახით რაიმე მისცესო. ეს მოთხოვნა წერილობით შეიტანეს მერიაში და იქვე მიუთითეს, რომ მღვდლებს ვთხოვთ ამაში დახმარებასო ( ეს 3 მღვდელი საიდუმლოდ როგორღა მოქმედებდა თუ წერილში მათი სახელებია ნახსენები და ხალხი ითხოვდა?). გადაცემაშიც, ჩანს რომ ის ვინც წერილზე საუბრობს, ამბობს, რომ ჩვენი სურვილი (და არა მღვდლების!) იყო რომ ამ ბიზნესიდან მეათედი მაინც მოხმარებოდა ზესტაფონსო.
რეალობა ისაა, რომ სწორედ ეს 3 სას. პირი (მოსე, პახუმი და მაკარი!) არიან ისინი ვისაც ეპარქიაში გავლენა აქვთ ხალხზე და ხალხი ენდობა მათ. სახელდობრ მათ ჰქონდათ 2000 კაცის ხელმოწერით წერილი, რომელიც მელქისედეკის ეპარქიიდან გასაშვებად და მის სამხილებლად იყო დაწერილი. ამიტომ ჩაიფიქრეს ამ 3 კაცის გაშავებაც!” – წერს თეოლოგი.
TV პირველზე გასულ სიუჟეტზე (“შავი ოქროს” საქმე):
“სანდო წყაროს” მიზანი, შემთხვევით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიიდან “…Posted by თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი /Theologian George Tiginashvili on კვირა, 07 თებერვალი, 2021