ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გონივრულია, რომ კომენდანტის საათი გაუქმდეს ან გადაიწიოს 00:00 საათამდე” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს ან მისი ხანგრძლივობა შემცირდეს.

ამასთან, როგორც ჩიხლაძე განმარტავს, თუკი პირველ ეტაპზე ხელისუფლება არ აპირებს კომენდანტის საათის სრულად გაუქმებას, მისმა დაწყების დრომ 00:00 საათზე უნდა გადაინაცვლოს, რაც შეამცირებს მობილობას და ადამიანთა თავშეყრას.

ჩიხლაძემ მედიასთან საუბრისას დაუმორჩილებლობის აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამართლიანი პროტესტი მსგავსი შეღუდვების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს.

„გუშინდელი აქცია შეეხებოდა კონკრეტულ საკითხს, კომენდანტის საათს, რაც არაგონივრულია და ზრდის მობილობას. ასე იზრდება ინფექციის გადაცემის რისკიც. გონივრულია, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი ან, პირველ ეტაპზე, 12 საათამდე მაინც გადაიწიოს. ეს დროს გაზრდის და ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ 7-დან 9 საათამდე არ იყოს რიგები სავაჭრო დაწესებულებებში, საცობები ქუჩებში ან თუნდაც საზ. ტრანსპორტში. ეს არის სამართლიანი მოთხოვნა და პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება აუცილებლად წავა დათმობაზე”, – ამობს სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 ნოემბრის ღამით დაუმორჩილებლობის აქცია მოეწყო – სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე ქუჩაში, დედაენის ბაღში გაათენეს და ამ ფორმით გააპროტესტეს კომენდანტის საათის არსებობა ქვეყანაში.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები ადამიანებზე ზრუნვას არ ემსახურება. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანა ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნას.

იტვირთბა....