ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გრძელდება – რიონის ხეობის მოსახლეობა დღეს მასშტაბურ აქციას აანონსებს

რიონის ხეობის მოსახლეობა დღეს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

ადგილობრივები ამჯერად სოფელ ნამახვანში შეიკრიბებიან. ისინი ხეობიდან ჰესის მშენებელი კომპანიის ENKA-ს გასვლას მოითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის მთელს დასავლეთ საქართველოს.

“105-ე ღამე გავათიეთ უკვე აქ რიონის ხეობის მოსახლეობამ. დღეს ველოდებით ხალხს მთელი საქართველოდან, სხვდასხვა კუთხეებიდან გვიერთდებიან ადამიანები. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ კომპანია ENKA არ დატოვებს რიონის ხეობას. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, ბრძანება 2405, რომელიც გულისხმობს რიონის ხევის საკუთრებაში გადაცემას თურქული კომპანია ENKA-სთვის, გაბათილდეს,”- აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე 105-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

იტვირთბა....