Telegraph-ის ინფორმაციით, აღმოჩენილია პრეპარატი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები განკურნა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა, ისრაელი მეცნიერების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, 30 კოვიდპაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24-ი მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. 30-ე პაციენტს კი სრულად განკურნებისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.
EXO-CD24-მა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
იჩილოვის კომპლექსური პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორის, რონი გამზუს განცხადებით, კვლევის პირველი ეტაპის შედეგები შესანიშნავია.
კლინიკური კვლევები კვლავ გაგრძელდება, რათა პრეპარატის ეფექტურობა ბოლომდე დადგინდეს