მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის ციხეში მყოფ ე.წ. „კანონიერი ქურდს“, თენგიზ ლაკერბაიას სახეში ადუღებული ზეთი შეასხეს.
არსებული ინფორმაციით, მსჯავდებულმა სახეზე ძლიერი დამწვრობა მიიღო.
ინფორმაციისთვის, თენგიზ ლაკერბაიას მწვავე დაპირპისპირება აქვს გავლენიან „კანონიერ ქურდ“ რაულ ბარცბასთან, რომლის დაჯგუფების ორი წევრი – ასლან ავიძბა და ასტამურ შამბა, სოხუმში რამდენიმე თვის წინ ჩაცხრილეს.
რაულ ბარცბას კლანი ლაკერბაიას ამ მკვლელობის დამკვეთად მოიაზრებს. მათ ეჭვებს ამყარებს ის გარემოება, რომ ასლან ავიძბას და ასტამურ შამბას მკვლელობაში მხილებული პირი ციხეში თენგო ლაკერბაიასთან ერთად იჯდა, თუმცა ამ უკანასკნელმა არაფერი მოიმოქმედა. კრიმინალური წესებით, „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.