ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბრავო ნიკა მელია და ეს არის სამოქალაქო ქმედება, ისევე როგორც ბრასლეტის მოხსნა” – ექსპრეზიდენტი მელიას განცხადებას აფასებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას  განცხადებას, რომ გირაოს არ გადაიხდის სოციალუირი ქსელის საშუალებით ეხმიანება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც არის საქართველოში.

“ნიკა მელიას განცხადება, გირაოს არ გადახდის თაობაზე და ასევე პროკურატურის ქმედებებისდამი არ დამორჩილების თაობაზე, არის აბსოლუტურად სამართლიანი
და ზუსტად შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც არის საქართველოში!

საქართველოში უსამართლობა – ატარებს მოსამართლის მანტიას და პროკურორის ოფისში ზის და პირდაპირ იმართება მთავარი ბოროტების წყაროს ბიძინა ივანიშვილის მიერ.
ყველა მოქალაქის ვალია – ამ პირობებში, ამ პროკურატურის, ამ პოლიციის, ამ სასამართლოს მიმართ დაუმორჩილებლობა, რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის პოლიტიკური ლიდერების ვალდებულება.

არ არის ეს ადვილი საქმე, მაგრამ ბევრად უფრო ძნელია უკანონობისთვის გაწოლა და დამორჩილება, იმიტომ, რომ მონობაზე უფრო საზიზღრობა აღარაფერი არ არსებობს.

მას შემდეგ რაც საქართველოში იქნება კანონიერი სასამართლო, კანონიერი პროკურატურა და პოლიცია აბსოლუტურად სხვა პრინციპებით დაკომპლექტებული და შედგენილი და იქნება კანონის უზენაესობა, მაშინ რა თქმა უნდა მოქალაქეებს გაუჩნდებათ ვალდებულება შეასრულონ კანონი.

დღეს, ზუსტად საწინააღმდეგო ვითარებაა! ბრავო ნიკა მელია და ეს არის სამოქალაქო ქმედება, ისევე როგორც ბრასლეტის მოხსნა, ისევე როგორც მაღაზიის და რესტორნების მფლობელებმა
გამოაცხადეს, რომ აღარ დაემორჩილებოდნენ აბსოლუტურად პოლიტიკურ მოტივირებულ ლოქდაუნს, სწორედ კანონის უზენაესობის და სამართლიანობის აღსადგენად გამიზნული“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....