ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვები თანდათან მსუბუქდება, თუმცა, შეზღუდვები ერთდროულად ვერ გაუქმდება,რადგან ამ შემთხვევაში,  შესაძლოა,   კორონავირუსის შემთხვევები კვლავ გაიზარდოს.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად,  ეპიდსიტუაცია   ქვეყანაში   სტაბილიზაციისკენ მიდის.

„იანვარ-თებერვალში, განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისა, ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს. დღეს შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 500-სა და 1000-ს შორის. გაფართოებულია ტესტირება, საშუალოდ ტარდება 16 000-იდან 18 000-მდე ტესტი. იყო დღეები, როცა 20 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა დღის განმავლობაში. მდგომარეობა ეპიდსიტუაციისა სტაბილიზდება. ამიტომაც, თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქება მიმდინარეობს.

ქვეყანაში რჩება კვლავ ღამის კარანტინის საკითხი და ყველამ უნდა დავიცვათ ის. ასევე რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია დავიცვათ, რადგან ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, იმიტომ რომ ამან შეიძლება ისევ დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ. რაც არ არის სასურველი. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....