თბილისში, გვიან ღამით აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველების თქმით შემთხვევას წინ ხმაური ან დაპირისპირება არ უძღვებოდა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულს ჭრილობები ბლაგვი საგნის გამოყენებით აქვს მიყენებული.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთლობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
“მეტრონომი” მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.