ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის მონაწილის თქმით, პოლიციამ აქციიდან მათი გენერატორი და შეშა მოიპარა

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციიტ, პოლიციამ დედაენის ბაღიდან აქციიდან მათი გენერატორი და მოიპარა.

“გვქონდა მომზადებული გენერატორი, აგრეთვე, გასათბობი საშუალება შეშა. როგორც აღმოჩნდა პოლიცია იქცა შეშის მადევრად. გენერატორთან ერთად წაიღეს შეშა. გენერატორის მანქანაში იყო შეშა, გენერატორი მისაბმელი იყო და წაიღეს მთლიანად. მაგრამ ყველაფერი კარგად არის, მეორე გენერატორიც მოვიტანეთ”, — აცხადებს დიღმელაშვილი.

როგორც დიღმელაშვილი ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში დედაენის ბაღში იქნება მუსიკა და დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები კომენდანტის საათით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევენ.

ცნობისთვის, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა, რომელიც რუსთაველის გამზირიდან 20:00 საათზე დაიყო. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში არიან შეკრებილი, სადაც ღამეს გაათევენ და ამ ფორმით გააგრძელებენ პროტესტს.

იტვირთბა....