საბაჟოზე ყალბი დოკუმენტების გამოყენებით კომერციული ტვირთი შემოდიოდა როგორც ქველმოქმედება, რომელიც გაჭირვებულ მრევლს უნდა დარიგებოდა. მაგრამ, ირკვევა, რომ პროდუქცია საბოლოოდ იყიდებოდა, შემოსულ თანხას კი კონკრეტული სასულიერო პირები იღებდნნე. ამის შესახებ “მთვაარი არხი” წერს.
წლების წინ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. სასამართლო განხილვა 2005 წელს დასრულდა. განსასჯელის სკამზე კი მხოლოდ ის ადამიანები აღმოჩნდნენ ,ვისი დახმარებითაც დანაშაული და დიდი ფული ილექებოდა გავლენიანი პირების ანგარიშებზე.
იმ პერიოდში სინოდსაც არ ემსჯელა საკითხზე, რათა გაერკვია, ვინ მდიდრდებოდა ეკლესიის და ეპარქიების სახელით მშიერი მოქალაქეების ხარჯზე.