ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლილო მოლის მეწილემ საგურამოში სასტუმრო ბიუჯეტის ფულით ააშენა

“ლილო მოლის” ერთერთმა მეწილემ, გიორგი გაგუამ საგურამოში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო  ბიუჯეტის ფულით ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს.

ბიზნესმენმა საკუთარი სასტუმრო “სევსამორა” “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ააშენა.

ბიზნესმენი “აწარმოე საქართველოს” ბენეფიციარია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა  დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესს უწყობს ხელს,  გიორგი გაგუას საკუთრებაში არსებული “სევსამორა საგურამო” – აწარმოე საქართველოდან მიღებული 350 000 ლარამდე თანხით დაფინანსდა.

“ლილო მოლი”ს წილის გარდა, გაგუას საკუთრებაში კიდევ 19 კომპანია ირიცხება. გარდა ამისა, გაგუა “ქართული ოცნების” შემომწირველიცაა.

შპს ლილოს ოფიციალურად კიდევ 14 მეწილე ჰყავს. მათი თითქმის სრული უმრავლესობა, მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან და ჯამურად ქართული ოცნებისთვის მილიონზე მეტი აქვთ ჩარიცხული.

 

იტვირთბა....