ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) მსვლელობა თბილისის ქუჩებში – აქციის მონაწილეები გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევენ

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების ნაწილი იმყოფებიან.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევენ. ხოლო, მათი იდენტიფიცირება და დაჯარიმება რომ არ მოხდეს, მოქალაქეები საკარნავალო ნიღბებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

რეგულაციები ბიზნეს ანადგურებს და საჭიროა მისი დროულად გაუქმება.

​​პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, რომ ვინც კანონს არღვევს, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

შეგახსნებთ,  პარლამენტის წინ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქციას დღეს გამართეს. აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-19-ისგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.

იტვირთბა....