ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა კოვიდის ვაქცინები – ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოს კვლევის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

“ბრიტანეთის სამედიცინო ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) მოხსენებას აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოებას ეხება.

სააგენტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ კოვიდის ვაქცინები უკიდურესად უსაფრთხოა.

“კორონავირუსის ბრიტანული ვაქცინა, რომლითაც მილიონობით ბრიტანელი აიცრა, უკიდურესად უსაფრთხოა და მხოლოდ მცირე გვერდით ეფექტებს იწვევს”, – აცხადებს ქვეყნის მთავარი მედიკამენტების მარეგულირებელი.

უწყებამ ვაქცინა (ფაიზერი, ასტრაზენეკა) 7 მილიონი ვაქცინირებული ადამიანის ჯანმრთელობის ცნობებზე დაყრდნობით შეაფასა, მათი უმეტესობა “ფაისერის” ვაქცინით იყო აცრილი.

მარეგულირებლი სააგენტო ვაქცინის გვერდით მოვლენებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 7 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან გვერდითი მოვლენები 22 820 შემთხვევაში გამოვლინდა. მსგავს სემტხვევებსი კი დაფიქსირდა ხელის ტკივილი და სურდოს შეგრძნება.

ამასთან, სააგენტოს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ AstraZeneca-ის ვაქცინის ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამის წინააღმდეგაც ეფექტურად მუშაობს.

ცნობისთვის, საქართველოში, ამ დრომდე, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

იტვირთბა....