დღევანდელი აქცია გრძელდება და ამ წუთებში მოქალაქები პარლამენტის წინ იკრიბებიან. აქცია იმ დროს გაიმართება, როცა ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია.
მოქალაქეები შეზღუდვების მოხსნას ითხოენ და დაუმორჩილებლობის აქციას მართავენნ. აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათის დროს გარეთ ყოფნისთვის რომ არ დაჯარიმდნენ, ისინი საკარნავალო ნიღბებით მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას TV “პირველი” ავრცელებს.
მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან და თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.
შეგახსნებთ, პარლამენტის წინ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას დღეს გამართეს. აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-19-ისგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.