დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
გამყრელიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
„ბევრი, დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში იყო გამოკვლეული, სადაც რეინფიცირებაზე იყო ეჭვი. უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.